FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  138

დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენების პირობები. დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია:
    ა) არსებობდეს საქონლის საიმედო იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა.ა) საქონლის იდენტიფიკაციის შეუძლებლობა, მისი მახასიათებლისა და გამოყენების მიზნის გათვალისწინებით, არ გამოიწვევს ამ პროცედურის პირობების დარღვევას; ა.ბ) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმება;
    ბ) წარდგენილ იქნეს გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა;
    გ) დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;
    დ) შესრულდეს საქონლის იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.