Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 301 1. თუ ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო ან თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, კომერციული ბანკისა და საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშესაწყობად და კომერციული ბანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დასაცავად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ეროვნული ბანკი გამოსცემს კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს დროებითი ადმინისტრატორის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან. კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება აგრეთვე ბეჭდვით ორგანოში. დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობათა შესრულებას იწყებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 301 2. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია დროებით იმუშაოს კომერციული ბანკის არსებულ ადმინისტრატორებთან ერთად ან ჩაანაცვლოს ისინი. თუ დროებითი ადმინისტრატორი თავის უფლებამოსილებებს კომერციული ბანკის ადმინისტრატორებთან ერთად ახორციელებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად განუსაზღვროს დროებითი ადმინისტრატორის თანხმობის მიღების ვალდებულება. დროებით ადმინისტრატორზე არ გადადის კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრების უფლებამოსილებები. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორის ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღებას საჭიროებდეს. ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შეიძლება განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ისე მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების სხვა ეტაპზე. თანხმობა არ მოითხოვება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 301 3. დროებითი ადმინისტრატორი ინიშნება არაუმეტეს 1 წლის ვადით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის საფუძველი არ აღმოფხვრილა, ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები და მისი დანიშვნის წესი. 5. მხარეს, რომლის მიმართაც ადრეული ინტერვენციის ზომა გამოიყენება, უფლება აქვს, იგი სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. |