FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  66

შვილად აყვანის გაუქმება.
1. ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე მისი შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
    ა) თუ მშვილებელი (მშვილებლები) არ ასრულებს (არ ასრულებენ) მისთვის (მათთვის) დაკისრებულ მშობლის მოვალეობებს;
    ბ) მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მშვილებლის (მშვილებლების) და ნაშვილების თანაცხოვრება შეუძლებელია;
    გ) თუ ამას ითხოვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნაშვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
2. შვილად აყვანის გაუქმების საქმის სასამართლო განხილვაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა სავალდებულოა.
3. სასამართლო შვილად აყვანას გააუქმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის მშვილებლის ოჯახში/მშვილებელთან ყოფნის ხანგრძლივობას.
4. თუ ნაშვილები 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, შვილად აყვანის გაუქმება დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. 10 წლამდე ასაკის ნაშვილების შემთხვევაში სასამართლო შვილად აყვანის გაუქმების პროცესისას მხედველობაში იღებს ნაშვილების აზრს მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  66

5. აკრძალულია შვილად აყვანის გაუქმება ნაშვილების მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის გაუქმებაზე თანხმობას აცხადებს (აცხადებენ) მშვილებელი (მშვილებლები), ნაშვილები და მისი ბიოლოგიური მშობელი (ბიოლოგიური მშობლები).
6. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლომ მიიღო, ეს შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველი–მე-5 პუნქტების შესაბამისად.