Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 20 ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვა. 1. საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქმნის და აწარმოებს ერთიან საინფორმაციო ბანკს, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოსალოდნელი და წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისა და ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების შესახებ, აგრეთვე პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტის მონაცემები და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზის მომზადებისათვის საჭირო, ეროვნული სისტემის სუბიექტების ხელთ არსებული სხვა მონაცემები. 2. ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების ოფიციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას, ანალიზს და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 3. ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 20 4. ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. |