Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 25 მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები. 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მოსამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. 2. მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. 3. სახელმწიფო იცავს მოსამსახურის ღირსებას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ღირსების შელახვა, მისთვის ხელის შეშლა, წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. 4. მოსამსახურემ, რომელმაც იცის ან შეიძლება იცოდეს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების შესახებ, მის შესრულებაზე უარი უნდა თქვას და უნდა აცნობოს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. 5. მოსამსახურე უფლებამოსილია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. 6. მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ან/და მისი ოჯახის წევრისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სახელმწიფო უზრუნველყოფს. |