Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 3121 1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი თვითიდენტიფიცირებაზე, განმარტების მიცემაზე უარს აცხადებს ანდა მისი იდენტიფიცირება ფიზიკური დარღვევის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირი შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელშიც აღიწერება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ყველა გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ამ ოქმს დაერთვის შესაბამისი ფოტოსურათი). ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის შუამდგომლობის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით შეიძლება მიენიჭოს პირობითი სახელი, შედგენილი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების (ასოების) ისეთი კომბინაციით, რომელიც, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელს გახდის მის იდენტიფიცირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შემდგომი წარმოებისას. აღნიშნული პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 3121 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოცემულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი მოქმედება, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, ხორციელდება დაუბრკოლებლად, სრული მოცულობით. ამასთან, არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოება ხორციელდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით. 3. არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (ქალაქის) სასამართლოს ბრძანებით, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაინიშნოს კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის და გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად). |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 3121 5. არაიდენტიფიცირებული პირის მიერ ამ კოდექსის 155-ე−155-2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, უშუალო ობიექტის, საგნის, საქონლის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების დროებითი ჩამორთმევა და 3 თვემდე ვადით შენახვა. ამ ვადაში პირის იდენტიფიცირებისას მის მიმართ საქმის შემდგომი წარმოება გრძელდება საერთო წესით. 6. თუ არაიდენტიფიცირებული პირი 3 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდას, განხორციელდება დროებით ჩამორთმეული და შენახული საქონლის (საგნის) კონფისკაცია ან რეალიზაცია ამ კოდექსით დადგენილი წესით იმ ფარგლებში, რაც საკმარისია დაკისრებული ჯარიმის ოდენობისათვის, ხოლო დარჩენილი საქონელი უბრუნდება მფლობელს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 3121 7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, საქმის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია 72 საათის განმავლობაში ამ გარემოებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და გადასინჯოს საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება იწვევს შებრუნებას საუარესოდ. 8. არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობის დადგენა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ წარმოადგენს ამავე ნაწილით გათვალისწინებული წესით კონფისკებული ან რეალიზებული საქონლის (საგნის) დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს. |