Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 29 კომპიუტერული პროგრამის თავისუფალი გამოყენება (დეკომპილირება). პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის დეკომპილაცია (კვლავაწარმოოს და გარდაქმნას ობიექტური კოდი საწყის ტექსტში), აგრეთვე დაავალოს დეკომპილირება სხვა პირებს იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია მის მიერ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად, შემდეგი პირობების დაცვით: ა) ეს მოქმედებები განახორციელა პირმა, რომელსაც ჰქონდა პროგრამის ეგზემპლარის გამოყენების უფლება, ან მისი სახელით სხვა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ნებართვა; ბ) ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად საჭირო ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ადრე არ ყოფილა ხელმისაწვდომი მისთვის; გ) ეს მოქმედებები ეხება დეკომპილირებული პროგრამის იმ ნაწილებს, რომლებიც აუცილებელია ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად; |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 29 დ) დეკომპილირების შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად. ეს ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამოყენებულ იქნეს ახალი კომპიუტერული პროგრამის შესამუშავებლად, რომელიც არსებითად მსგავსია დეკომპილირებული პროგრამისა, ან სხვა ისეთი მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც არღვევს საავტორო უფლებას. |