Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 23 აუდიტის ობიექტის უფლებები და მოვალეობები. 1. აუდიტის ობიექტს უფლება აქვს: ა) აუდიტის პროცესში წარადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) გაასაჩივროს აუდიტის ანგარიში ამ კანონით დადგენილი წესით. 2. აუდიტის ობიექტი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით; ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე აუდიტის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით; იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე, ობიექტურობასა და სისრულეზე; გ) არ ჩაერიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის საქმიანობაში, არ შეაფერხოს აუდიტის ჩატარება, ხელი შეუწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს, დოკუმენტები სამუშაო საათების განმავლობაში ისე შეამოწმოს, რომ არ შეაფერხოს აუდიტის ობიექტის მუშაობა ; დ) გამოყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი . |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 23 3. აუდიტის ობიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს შეუძლია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით. |