Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 205 იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა. 1. პარლამენტის მიერ ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს. 2. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარული დღისა პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას საკითხის განსახილველად მისი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 205 3. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს არ მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას. 4. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საკომიტეტო განხილვის გარეშე, პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 205 5. პარლამენტში ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვაში პარლამენტის ბიუროს მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს თავად ეს თანამდებობის პირი, ხოლო განხილვაში ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში − პარლამენტის ბიუროს თანხმობით − მისი წარმომადგენელი. 6. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ დაადასტურა არც ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, ამ თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება. |