FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

article  19

ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით.
1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად:
    ა) I სტადია − საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება;
    ბ) II სტადია − საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება.
2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია უნდა მოიცავდეს ქვეყნის სივრცის დაგეგმარების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზებს.
3. სააგენტოს მიერ შემუშავებულ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას და ამ კონცეფციის საექსპერტო დასკვნას სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
4. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება ხდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე.
6. სააგენტოს მიერ წარმოდგენილ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის საექსპერტო დასკვნას სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
7. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.