FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  56

ბირთვული მასალის მფლობელის ვალდებულებები ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში. ბირთვული მასალის მფლობელი ვალდებულია:
    ა) აღწეროს თავის საქმიანობაში გამოყენებული ბირთვული მასალის ფიზიკური და ქიმიური თვისებები;
    ბ) აღრიცხოს ბირთვული მასალა, აწარმოოს ფიზიკური ინვენტარიზაცია და წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს ანგარიშები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
    გ) მარეგულირებელ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია ბირთვული მასალით საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ორგანიზაციის საპროექტო დიზაინისა და სხვა მოსალოდნელი ცვლილების ჩათვლით;
    დ) უზრუნველყოს ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვა და უსაფრთხოების ზომების მიღება დადგენილი წესით;
    ე) დაუყოვნებლივ აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს ბირთვული მასალის დაკარგვის ან აღმოჩენის შესახებ.