Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 17 საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება. 1. საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინასწარ შეატყობინოს საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ, თუ ეს ცვლილება შეეხება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დასაშვებია, თუ საზედამხედველო ორგანო შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე. 3. ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. |