Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 5 სპეციალური მოკვლევა. 1. სპეციალური მოკვლევა ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთის ან მიწის ნაკვეთის იმ ნაწილის თაობაზე, რომელზედაც შესაძლებელია გაშენდეს ქარსაფარი ზოლი. აღნიშნული სპეციალური მოკვლევა მოიცავს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ნიადაგური და კლიმატური პირობებისა და მასზე მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ მონაცემების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის შეგროვებას. 2. სააგენტო სპეციალურ მოკვლევას ატარებს: ა) საკუთარი ინიციატივით; ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე; გ) მუნიციპალიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე; დ) შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე სპეციალური მოკვლევის ჩატარების შესახებ სააგენტოსთვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე. 3. სპეციალური მოკვლევის ჩატარების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის წარმდგენი შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს აგრეთვე ქარსაფარი ზოლის გაშენების მიზანშეწონილობის შესაფასებლად აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. |
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 5 4. სააგენტო სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. 5. სპეციალური მოკვლევის შედეგების საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებისა და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე. |