FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

პენიტენციური კოდექსი

article  116

სატელეფონო საუბარი.
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ამ კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრები არიან. ბრალდებული/მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის თაობაზე მიმართავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ამ უფლებით სარგებლობამდე 10 დღით ადრე. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს – პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
პენიტენციური კოდექსი

article  116

ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;
    ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში არანაკლებ 30 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა;
    გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა;
    დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი არანაკლებ 15 წუთისა;
პენიტენციური კოდექსი

article  116

ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა.
4. ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა.
5. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე მეტი სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით, აღნიშნული დაწესებულების  ინფრასტრუქტურისა და საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
პენიტენციური კოდექსი

article  116

6. განსაკუთრებული გარემოების (ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ამ კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც შეზღუდული არ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით.
7. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
პენიტენციური კოდექსი

article  116

8. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ, გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომრებზე, რომლებშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
9. ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. აღნიშნულ სატელეფონო ნომრებზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები პენიტენციური დაწესებულების ხარჯით ხორციელდება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
პენიტენციური კოდექსი

article  116

10. როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, სამსახურის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები. მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის შესახებ წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულ/ მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.