Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ article 18 შეთანხმებები საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე. 1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით იგი კომპეტენტური არ არის. ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს: ა) წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით; ბ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისას იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებებს და რაც მხარეებისათვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო. 2. საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხე სასამართლოს კომპეტენტურობაზე პროტესტის გარეშე თანხმდება პროცესში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ: ა) მოპასუხე წარმოდგენილია ადვოკატის მიერ; ბ) მოსამართლემ შეატყობინა მოპასუხეს პროტესტის განცხადების შესაძლებლობაზე და ეს შეტყობინება დაფიქსირებულია საქმის წარმოების ოქმში. 3. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს. ასეთ შეთანხმებაზე შესაბამისად ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი. 4. შეთანხმებები ამ კანონის მე-10–16 მუხლებით გათვალისწინებული კომპეტენციის თაობაზე ბათილია. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება. |