Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 23 საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება. 1. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდი ამოიღება: ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო საჰაერო ხომალდის ჩამოწერისას; ბ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში; გ) (ამოღებულია 29.04.2025, №510); დ) საჰაერო ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას; ე) ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან იმ საჰაერო ხომალდების ამოღება, რომლებიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს; ვ) საჰაერო ხომალდის დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში. 2. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემული სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას. |