Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 44 სამხედრო სამსახურის ვადა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად. 1. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) რიგითიდან I კლასის რიგითამდე − 1 წელი; ბ) I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე − 1 წელი; გ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713); დ) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 3 წელი; ე) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 4 წელი; ვ) უფროსი სერჟანტიდან მასტერ-სერჟანტამდე − 4 წელი; ზ) მასტერ-სერჟანტიდან მთავარ სერჟანტამდე − 5 წელი; თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე − 2 წელი; ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე − 3 წელი; კ) კაპიტნიდან მაიორამდე − 4 წელი; ლ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 5 წელი; მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 6 წელი. 2. ოფიცრის მორიგი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ დგინდება. 3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ მინიმალურ ვადაზე ორჯერ მეტი. ამასთანავე, აღნიშნულ პირს მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ ვადაში ჩაეთვლება აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდი. |