Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
საჯარო შესყიდვების შესახებ article 21 შავი სია. 1. შავი სია არის ოფიციალური რეესტრი, რომელსაც სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და რომელში რეგისტრირებულ ეკონომიკურ ოპერატორსაც ეკრძალება საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობა ამ მუხლით განსაზღვრული ვადითა და პირობებით. შავი სია და მისი მონაცემები (გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ უნდა გამოქვეყნდეს) საჯაროა. 2. ეკონომიკური ოპერატორი რეგისტრირებული უნდა იქნეს შავ სიაში, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძველი: ა) ეკონომიკური ოპერატორი ან პირი, რომელიც არის მისი მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რწმუნებული ან პირი, რომელსაც უფლება აქვს, შვილობილი საწარმოების საქმიანობაში ეკონომიკურ ოპერატორს წარმოადგენდეს, ნასამართლევია ერთ-ერთი შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის: ა.ა) ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, კომერციული მოსყიდვა; ა.ბ) თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება); ა.გ) გადასახადისათვის თავის არიდება; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 21 ა.დ) ტერორისტული აქტი, ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორიზმის მუქარა, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის; ა.ე) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა; ა.ვ) სხვა დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არ არის; ბ) სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა ეკონომიკური ოპერატორის მიერ შრომითი უფლებების დარღვევა, კერძოდ: ბ.ა) აკრძალულ შემთხვევაში არასრულწლოვანის დასაქმება; ბ.ბ) ერთი ან ერთზე მეტი პირის დასაქმება, რომელიც/რომლებიც არ არის/არ არიან საქართველოს ან ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეები, თუ ის/ისინი საქართველოს ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება/იმყოფებიან; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 21 ბ.გ) პირის შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე დასაქმება, როდესაც კანონმდებლობით შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულებაა დადგენილი, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ამ პირის შესახებ შესაბამისი დეკლარაციის წარუდგენლობა, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს პირის მიერ საქმიანობის დაწყების შემთხვევაში; გ) სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება (გადაწყვეტილება საბოლოოა ან/და მისი გასაჩივრების ვადა გასულია), ეკონომიკური ოპერატორი მიჩნეულ იქნა კონკურენციის წესების დამრღვევად (დარღვევა გამოიხატა მის მიერ კონკურენციის შემზღუდავი ხელშეკრულების დადებით, გადაწყვეტილების მიღებით ან შეთანხმებულ ქმედებაში მონაწილეობით). ეს დებულება არ გამოიყენება, თუ ეკონომიკურმა ოპერატორმა ჯარიმა გადაიხადა ან უფლებამოსილმა ორგანომ ეკონომიკური ოპერატორის მიერ კონკურენციის წესების დარღვევის გამოვლენის შემდეგ იგი ჯარიმისგან გაათავისუფლა ან თანამშრომლობის წახალისების პროგრამის ფარგლებში მას ჯარიმა შეუმცირა, ამასთანავე, ეკონომიკურმა ოპერატორმა კონკურენციის წესების დარღვევის პრევენციისთვის სათანადო ზომები მიიღო; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 21 დ) შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით დასტურდება საჯარო შესყიდვაში მონაწილეობისას ეკონომიკური ოპერატორის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა, კერძოდ: დ.ა) სხვა ეკონომიკურ ოპერატორთან მოლაპარაკება საჯარო შესყიდვის პროცედურაზე გავლენის მოხდენის ან/და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით; დ.ბ) შესყიდვების პროცედურების მიმდინარეობისას ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან შესყიდვის პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მცდარი ინფორმაციის განზრახ ან გაუფრთხილებლად წარდგენა; დ.გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის ხელის შეშლა იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომლითაც იგი საჯარო შესყიდვის პროცედურაში გაუმართლებელ უპირატესობას მიიღებდა; დ.დ) ამ კანონის მე-20, 63-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და შესყიდვის პირობებით განსაზღვრული იმ ინფორმაციის წარუდგენლობა, რომლის წარდგენაც სავალდებულოა (გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ან/და მცდარი ინფორმაციის წარდგენა; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 21 ე) ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ამასთანავე, აუცილებელია, შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყოს ან ეს ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე: ა) ეკონომიკური ოპერატორის წევრზე – თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა; ბ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორზე, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ აღნიშნული მუხლის შესაბამისად შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 21 4. თუ ეკონომიკური ოპერატორი არის უცხოური საწარმო/მუდმივი დაწესებულება/ფილიალი (წარმომადგენლობა), შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ძირითადი საწარმოს, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის საქართველოში რეგისტრირებული და შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების პერიოდში რეგისტრირებული მისი ყველა მუდმივი დაწესებულების/ფილიალის (წარმომადგენლობის) მიმართ, შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების დარჩენილი პერიოდით. საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა ეკრძალება აგრეთვე ყველა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლებშიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობები უკავიათ, და იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი. 5. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი შავ სიაში რეგისტრირდება: ა) 3 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვის უფრო მეტი ვადა არ არის განსაზღვრული; ბ) 2 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) 1 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 21 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორს შავ სიაში რეგისტრაციამდე შეიძლება მიეცეს გაფრთხილება, რომელიც 1 წლის განმავლობაში მოქმედებს. გაფრთხილება გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, თუ ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში რეგისტრაციით თანასწორი მოპყრობის პრინციპი დაირღვევა. გაფრთხილება არ გამოიყენება, თუ ეკონომიკურმა ოპერატორმა რამდენიმე შესყიდვის ხელშეკრულება დაარღვია ან მას გაფრთხილება უკვე მიღებული აქვს. გაფრთხილება, რომლის მოქმედების ვადაც გასულია, ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინება. 7. შესაძლებელია, ეკონომიკური ოპერატორი: ა) არ დარეგისტრირდეს შავ სიაში, თუ მასში რეგისტრაციით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები; ბ) არ დარეგისტრირდეს შავ სიაში ან ვადაზე ადრე იქნეს შავი სიიდან ამოღებული, თუ მას შეუძლია დაადასტუროს, რომ, მიუხედავად შავ სიაში რეგისტრაციის შესაბამისი საფუძვლის არსებობისა, იმის მიხედვით, თუ რომელია მისი შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი, საკუთარი სანდოობის დასადასტურებლად სათანადო ზომები მიიღო, კერძოდ: |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 21 ბ.ა) გადაიხადა დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენით გამოწვეული კომპენსაცია ან აიღო მისი გადახდის ვალდებულება; ბ.ბ) წარადგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა შესაბამის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ამომწურავი ინფორმაციის/განმარტების, ფაქტებისა და გარემოებების წარდგენის შესახებ; ბ.გ) მიიღო ეფექტიანი ზომები (მათ შორის, განახორციელა სათანადო ტექნიკური, ორგანიზაციული და საკადრო ღონისძიებები) დანაშაულის ან გადაცდომის თავიდან ასაცილებლად. 8. თუ ეკონომიკურ ოპერატორს საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით/განაჩენით აეკრძალა, მას არ აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობის უფლება სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვის პერიოდში. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობის უფლება ეკონომიკურ ოპერატორს არ აქვს აგრეთვე, თუ მისი შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება/განაჩენი. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 21 9. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს ეკონომიკური ოპერატორის ან სხვა პირის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის დასადგენად. 10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სააგენტო შავი სიის ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. შავი სიის წარმოების დეტალური წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |