Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ლობისტური საქმიანობის შესახებ article 5 ლობისტად რეგისტრაციის წესი. 1. ლობისტად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს: ა) განცხადება ლობისტად რეგისტრაციის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისი სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, ნორმატიული აქტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტები), ნორმატიული აქტის პროექტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტები), რომლის მიღებით ან, შესაბამისად, შეცვლით ან უარყოფით დაინტერესებულია განმცხადებელი, აგრეთვე მისი საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომრები; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; გ) დავალების ხელშეკრულება ლობისტური საქმიანობის განხორციელების შესახებ (შემდგომში – „დავალება”), რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე მის ზემოქმედებას; დ) ცნობა მისი ნასამართლობის შესახებ. 2. თუ დავალებაში მარწმუნებლად წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე იურიდიული პირი, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ამ იურიდიული პირის წესდების (დებულების) და რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლები. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საბუთები წარედგინება: |
ლობისტური საქმიანობის შესახებ article 5 ა) საქართველოს პარლამენტის ბიუროს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას; ა-1) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს/პრეზიდიუმს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება; გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება; გ-1) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს მთავრობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების კომპეტენციას განეკუთვნება; |
ლობისტური საქმიანობის შესახებ article 5 4. საქართველოს პარლამენტის ბიურო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურო/პრეზიდიუმი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წყვეტს პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პირი ლობისტად რეგისტრირებულად ჩაითვლება. 5. პირის ლობისტად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობება ლობისტს და წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ლობისტის მიერ ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. 6. საქართველოს პარლამენტის აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აწარმოებს ლობისტთა რეესტრს, რომელშიც აისახება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; |
ლობისტური საქმიანობის შესახებ article 5 ბ) ცნობა ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ, მისი შეწყვეტის ფორმისა და საფუძვლის მითითებით. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1253 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. |