Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 46 დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. 1. დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ: ა) გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას; ბ) არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 46 დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. . 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს უფლება აქვს, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით. 4. დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიღებს დაცვისათვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან. 5. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. |