Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 23 მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა. 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა გულისხმობს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის გაგზავნის და მოთხოვნის მიღების ორგანიზებას. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა მოიცავს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო პერსონალის, მატერიალური საშუალებების, სპეციალური ტექნიკის, ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების მოთხოვნას. 2. საგანგებო სიტუაციის განვითარების დროს ან გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის დადგომამდე, როდესაც, წინასწარი შეფასებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება შეუძლებელია ან დიდ დროს მოითხოვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საჭიროებების, ზარალისა და შიდა, ეროვნული შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებთან კოორდინაციით განსაზღვრავს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის საჭიროებას და საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ წინადადებას წარუდგენს მინისტრს. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგენის საფუძველზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, თუ ასეთი პირი განსაზღვრულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 23 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარდგენილ საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის თაობაზე წინადადებაში აისახება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო მატერიალური რესურსებისა და საერთაშორისო პერსონალის ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი, საგანგებო სიტუაციის დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სისტემატურად უნდა განახლდეს. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით საერთაშორისო დახმარების მოთხოვნას უგზავნის შესაბამის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 5. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |