Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 15 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები. 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ა) ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ეროვნული ბანკის მოხელეებს შორის; ე) უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე; ვ) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას; ვ-1) განსაზღვრავს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების ერთიან წესს; ზ) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; ზ-1) განსაზღვრავს დამატებითი სარგებლის ოდენობას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით; თ) ქმნის სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოებს (კომიტეტი, კომისია); თ-1) (ამოღებულია - 10.03.2017, №436); ი) ასრულებს ამ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 15 2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს. |