FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მობილიზაციის შესახებ

article  7

დ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნის მიზნით დებენ ხელშეკრულებებს საწარმოებთან, მათ მიერ სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    ე) ხელმძღვანელობენ მობილიზაციისათვის მზადყოფნას;
    ვ) ხელმძღვანელობენ თავიანთი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, ასევე მათდამი დაქვემდებარებული საწარმოების სამობილიზაციო მომზადების განხორციელებას;
    ზ) მონაწილეობენ სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში;
    თ) მონაწილეობენ სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
    ი) ორგანიზებას უწევენ სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის სამეცნიერო, მატერიალურ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას;
    კ) მართავენ სამობილიზაციო მომზადების პროცესს და კონტროლს უწევენ მის სტატისტიკურ ანგარიშგებას;
მობილიზაციის შესახებ

article  7

მ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისათვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას;
    ნ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის პერიოდში ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საქვეუწყებო დაწესებულებებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში მომუშავე რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სახალხო მეურნეობისათვის დაჯავშნის პროცესს;
    ო) ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმებით შესასრულებელ სწავლებასა და სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშის ჩატარებას;
    პ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საჯარისო ტიპის ავტოკოლონების და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    ჟ) უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მობილიზაციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას.
მობილიზაციის შესახებ

article  7

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილებანი. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში:
    ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან შეთანხმებით ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    ბ) ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა შენახვას (სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში), მომსახურებას და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, აგრეთვე მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    გ) ახორციელებენ სამობილიზაციო მარაგის, სამობილიზაციო და სახელმწიფო რეზერვების მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე სურსათის, სამედიცინო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი, შეუმცირებელი მარაგების შექმნას, დაგროვებას, შენახვას, განახლებას;