FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  18

მუხლი 18-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.
6. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ბიზნესოპერატორები თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის  კანონი  №1754  - ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.     მუხლი 18-4. ვეტერინარული საქმიანობის რეგულირება 1. ვეტერინარული საქმიანობა არის რეგულირებადი პროფესია.
2. რეგულირებადი პროფესიებია:
    ა) ვეტერინარი;
    ბ) ვეტერინარი ტექნიკოსი.  საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  18

ეტიკეტირების წესი.
1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელი − „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლის დროს.
3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე ან თანდართულ დოკუმენტში ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ იგი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ბიოწარმოების წესს და ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერტიფიკატით.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  18

4. დაუშვებელია ბაზარზე ისეთი სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მათი ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  18

საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის  11  დეკემბრის კანონი №2877 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის  კანონი  №1754  - ვებგვერდი, 28.12.2017წ. თავი III-1. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში 1. ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
2. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. თუ ასეთი სურსათი/ცხოველის საკვები მიწოდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის, ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს ეფექტიანად, მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან ამოღების მიზეზების შესახებ. თუ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ბიზნესოპერატორმა უნდა გამოითხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი/ცხოველის საკვები.
3. თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები მავნეა, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მითითების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად, ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოსათხოვად.
4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სააგენტოს. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.