FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პროფესიული განათლების შესახებ

article  7

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები.
1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელმაც დაძლია სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების პროგრამა.
2. პირი, რომელმაც დაძლია სულ მცირე:
    ა) საბაზო ზოგადი განათლების პროგრამა, დაიშვება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;
    ბ) სრული ზოგადი განათლების პროგრამა, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელმაც დაძლია სრული ზოგადი განათლების პროგრამა.
პროფესიული განათლების შესახებ

article  7

4. პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა. ეს პირი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისგან იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
5. პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №692 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.