FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  65

წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა.
1. ლტოლვილისთვის ან დამატებითი დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა იწვევს მისი ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტას, გაუქმებას ან ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ოჯახის წევრი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განიხილავს ინდივიდუალურად, მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს, რომლის ოჯახის წევრსაც შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა წარმოებული სტატუსი, შესაბამისი გადაწყვეტილება ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.