Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 42 ქონებაზე ყადაღის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა. 1. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი. 2. ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 42 3. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საკვების, ქირის, იპოთეკური სესხის, მედიკამენტების ან სხვა სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო გადასახადების ან კომუნალური მომსახურების, იურიდიული დახმარების ან ყადაღადადებული ქონების შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე წინასწარ შეატყობინებს გაეროს სანქციების კომიტეტს და 3 სამუშაო დღის ვადაში მისგან უარყოფით პასუხს არ მიიღებს. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 42 4. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ან გაუთვალისწინებელი ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი გაეროს სანქციების კომიტეტისთვის შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე შეტყობინების შემდეგ მისგან დადებით პასუხს მიიღებს. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანამდე დადებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად. |