Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 31 გარდამავალი დებულებანი. 1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცება, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას გემზე მუშაობისას 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების“ ამ კანონთან შესაბამისობა. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ ამ კანონთან შესაბამისობა. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დირექტორის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 31 ბ) საზღვაო დისციპლინური წესდების დამტკიცება; გ) გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესების დამტკიცება; დ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმის დამტკიცება; ე) მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის დამტკიცება; ვ) საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება; ზ) საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცება; თ) გემზე მუშაობის პირობების ამსახველი ცხრილის დამტკიცება; ი) მეზღვაურის სამუშაო საათების ან დასვენების საათების აღრიცხვის ფორმატის დამტკიცება. |