Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ვაზისა და ღვინის შესახებ article 16 ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა. 1. ღვინის ან სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქპატენტში რეგისტრაციის საფუძველზე. 2. ღვინის ან სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოსთან შეთანხმებული, შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაცია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ წარმოების სპეციფიკაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; ბ) ფიზიკური, ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები; გ) ღვინის, სპირტიანი სასმელის დამზადების სპეციფიკური მეთოდები ან/და შეზღუდვები; დ) შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრები; ე) 1 ჰექტარ ვენახზე ყურძნის მაქსიმალური მოსავლიანობა და ღვინის მაქსიმალური გამოსავლიანობა; ვ) ვაზის ჯიში/ჯიშები; ზ) პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხის, თვისებების ან/და რეპუტაციის კავშირი შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან; თ) დამატებითი განსაკუთრებული მახასიათებლები (არსებობის შემთხვევაში); ი) მაკონტროლებელი ორგანო. |
ვაზისა და ღვინის შესახებ article 16 4. საქპატენტში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით. |