Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 66 ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვა. 1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით. 2. საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პროდუქტს აქვს ნიშანდება „საინფორმაციო“, „საგანმანათლებლო“ ან მასზე მითითებულია შესაბამისი ასაკობრივი ზღვარი ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დაცვით. 3. დაუშვებელია იმ ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის პუბლიკაციების ბავშვისთვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლებიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს. 4. დაუშვებელია იმ ფილმის, კომპიუტერული თამაშის ან სხვა აუდიოვიზუალური პროდუქტის ბავშვისთვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 66 5. იმ ჩაწერილი ფილმის ან თამაშის ინფორმაციის პროგრამირებული მატარებელი ან ფოტოფირი, რომლის ჩვენება, გადაცემა და გამრავლება შესაძლებელია, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ნიშანდება „საბავშვო“. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნიშანდება თვალსაჩინოდ უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაციის მატარებლის ფრონტალური ეტიკეტის მარცხენა ქვედა კუთხეში 1200 მმ-2 ფართობზე. უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება განსაზღვროს ნიშანდების შინაარსის, სიდიდის, ფორმისა და ფერის მარეგულირებელი ნორმები და დააწესოს ამ ნორმებიდან გამონაკლისები. 7. აკრძალულია ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტსალონში ან კაფეში ღამის 22 საათიდან დილის 8 საათამდე. სრული შეზღუდვა მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ სივრცეში არ არის უზრუნველყოფილი ბავშვისთვის პორნოგრაფიული ან სხვა მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. 8. ინფორმაცია ინტერნეტგვერდზე უნდა განთავსდეს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმებისა და ამ პროგრამების სამაუწყებლო ბადეში განთავსების წესების დაცვით. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 66 9. ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტპროვაიდერი) ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლის მოთხოვნით დაბლოკოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა. 10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკაში ან ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ინტერნეტქსელი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დაწესებულებაში დანერგილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბლოკირების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (ფილტრები). 11. მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 66 12. ინტერნეტსალონში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ინტერნეტქსელის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობის, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის, საჯარო კინოჩვენების, ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებული მატარებლებისა და არამოგებიანი სათამაშო ელექტრომოწყობილობის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობის წესების დაცვის მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს და შესაბამის სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის შესაბამისი მუნიციპალური სამსახური. 13. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება წესრიგდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით. |