Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 142 შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენება. 1. ამ კოდექსის 117-ე მუხლის გათვალისწინებით, შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია, რაც არ იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის. 2. საქონლის შეკეთებისა და საქონლის განადგურების გარდა, სხვა შემთხვევაში შიდა გადამუშავების პროცედურა გამოიყენება, თუ არსებობს ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის (გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა) გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა. ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შიდა გადამუშავების პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით მისი ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენი ოპერაციის განსახორციელებლად; |