FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  67

შვილად აყვანის ბათილად ცნობა.
1. შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი:
    ა) თუ შვილად აყვანა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა;
    ბ) თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ყალბ დოკუმენტებს ეფუძნება;
    გ) თუ შვილად აყვანა ფიქციურია.
2. სასამართლო შვილად აყვანას ბათილად ცნობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის მშვილებლის ოჯახში/მშვილებელთან ყოფნის ხანგრძლივობას.
3. შვილად აყვანის ბათილად ცნობის საქმის სასამართლო განხილვაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა სავალდებულოა.
4. თუ ნაშვილები 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. 10 წლამდე ასაკის ნაშვილების შემთხვევაში სასამართლო შვილად აყვანის ბათილად ცნობის პროცესისას მხედველობაში იღებს მის აზრს ნაშვილების ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.
5. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლომ მიიღო, ეს გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების შესაბამისად.