FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  21

საგანგებო სიტუაციისაგან საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა დაცვის ძირითადი ღონისძიებები.
1. საგანგებო სიტუაციისაგან საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა დაცვის ძირითადი ღონისძიებებია: მათი ევაკუაცია ან/და თავშესაფრებში მოთავსება, მათი სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებები და მათი ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით განსახორციელებელი სამოქალაქო უსაფრთხოების სხვა ღონისძიებები.
2. საგანგებო სიტუაციისაგან სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის პერსონალი დაცული უნდა იქნეს თავშესაფარში.
3. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობა, გამოქვაბული, ბუნკერი და გვირაბი, აგრეთვე თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის მიწისქვეშა სართული და სათავსი (მათ შორის, ორმაგი დანიშნულების) შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავშესაფრად.
4. თავშესაფრის მოვლა-პატრონობას და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას უზრუნველყოფენ ქონების მფლობელობის, განკარგვის ან/და ამ ქონებით სარგებლობის უფლებამოსილების მქონე პირები.
5. თავშესაფრებს და თავშესაფრად ვარგის შენობა-ნაგებობებსა და სათავსებს დადგენილი წესით აღრიცხავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  21

6. თავშესაფრის და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის და სათავსის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა შესაძლებელია სამინისტროსა   და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავშესაფრის გასხვისება დაუშვებელია სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
7. საგანგებო სიტუაციის ზონიდან  ან/და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ფიზიკური პირების, მატერიალური ფასეულობებისა და ცხოველების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს − მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებით. ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.
8. ადამიანთა სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებები და მათი განხორციელების ორგანიზება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.