Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 66 უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. 1. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 11. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სათანადო ლიცენზიის გარეშე მოწყობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის 1-1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 23. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 66 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით. 1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 66 2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. 3. თუ ამ მუხლის 2-3 ნაწილით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ამ ანგარიშში ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის ფაქტი, ლიცენზიის მფლობელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. |