FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  131

რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის წესების დარღვევა. მოძრავი შემადგენლობის, კონტეინერების, მცურავი და ტვირთის გადასაზიდად გათვალისწინებული სხვა სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე გადაზიდვის მოწყობილობათა დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე. სატვირთო ვაგონების, ავტომობილების, ავტომობილების მისაბმელების, კონტეინერების, ტრიუმების და მცურავ საშუალებათა სხვა სატვირთო სათავსოების პლომბებისა და საკეტ მოწყობილობათა დაზიანება, მათგან პლომბების აგლეჯა, ცალკეული სატვირთო ადგილებისა და მათი შეფუთვის, პაკეტების, სატვირთო ეზოების, რკინიგზის სადგურების, სატვირთო საავტომობილო სადგურების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) და იმ საწყობების ღობის დაზიანება, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად, აგრეთვე სატვირთო ეზოების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) სატვირთო რაიონების და ზემოაღნიშნული საწყობების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე ყოფნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.