Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ზოგადი განათლების შესახებ article 214 მასწავლებლობის მაძიებელი. 1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად. 3. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა. 4. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ამ კანონის 21-3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ეთვლება. 5. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 6. მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებლის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელია ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც იგი ასწავლის. |
ზოგადი განათლების შესახებ article 214 7. თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მას უწყდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. 8. მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და გაცემის წესს ამტკიცებს სამინისტრო. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. |