FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ნარჩენების მართვის კოდექსი

article  31

მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება.
1. 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
6. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
7. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  31

8. 1 მ-3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
10. ნარჩენების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში არადანიშნულებისამებრ მოთავსება (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში მოთავსება) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  31

1. ნარჩენი ითვლება ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ დიდი მოცულობის ნარჩენად, თუ იგი 2 მ-2-ზე მეტ ფართობს ფარავს.
2. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საპატრულო პოლიციელმა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა ან სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების უფლებამოსილმა თანამშრომელმა ადგილზე არ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი (საჯარიმო ქვითარი) ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
3. ამ მუხლის პირველი–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს მუნიციპალური ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.