FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  56

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
    ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
    ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას;
    გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;
    დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
    ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;
    ვ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  56

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. .
    თ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;
    ი) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ-2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს; ი-3.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების მაჩვენებლებს;
    კ) მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  56

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. . .
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციაში აისახება მონაცემები წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების შესახებ, რომელთა აღრიცხვა/ხარჯვა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.