Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პაციენტის უფლებების შესახებ article 12 1. სახელმწიფო იცავს პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. 2. თუ პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არ შეუძლია განახორციელოს ასეთი სამედიცინო მომსახურება, იგი ვალდებულია პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება პაციენტმა მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №860 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. |