Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 19 აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა. 1. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების ან რეგისტრაციის გარეშე. 2. პირს ეკრძალება საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ან უცხოური საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრზე მმართველი ორგანოს წევრის საქმიანობის ფარგლებში. 4. არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინები „აქტივების მმართველი კომპანია“ და „აქტივების მმართველი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე. 5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლითაც განისაზღვრება აქტივების მმართველი კომპანიების მიერ საქმიანობის განხორციელების დამატებითი წესები და პირობები. |