FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  41

გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულება.
1. გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილება (პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანა ან ამ სიიდან ამოღება ან პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება) პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს გაეროს სანქციების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
2. სამთავრობო კომისია ვალდებულია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად, დაუყოვნებლივ განიხილოს საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიმართვა ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
3. სამთავრობო კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე, კონკრეტული და დეტალური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გონივრული საფუძვლის სტანდარტით განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი პირი გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას:
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  41

ა) ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული სანქციების გამოყენების თაობაზე;
    ბ) საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
4. ამ თავით გათვალისწინებული ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს და მათგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს:
    ა) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
    ბ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
    გ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სასარგებლოდ ან მისი ინსტრუქციის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ნებისმიერ სარგებელს.
41. სამთავრობო კომისია ამ თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  41

5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ან შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციისა და მათი სათადარიგო ნაწილების დაუფლების აღკვეთის მიზნით. სამთავრობო კომისიის აღნიშნული მიმართვა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
6. სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაწესებული საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს.