Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 6 ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია. 1. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა იმ ტერიტორიების გამოსავლენად, რომლებზედაც ქარსაფარი ზოლები სრულად ან ნაწილობრივ არის შენარჩუნებული. 2. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგებში აისახება ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობისა და საზღვრების, ქარსაფარ ზოლებზე გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლებისა და ხნოვანებითი სტრუქტურის შესახებ მონაცემები, აგრეთვე შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თაობაზე ინფორმაცია. 3. სააგენტო ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. |
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 6 4. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებისა და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე. |