Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 16 სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების განაწილება. 1. ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივები კრედიტორებსა და სხვა პირებზე გაანაწილოს ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით. ამასთანავე, იმ პირებს შორის ურთიერთობაში, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად აქტივების განაწილების სპეციალური წესი, აქტივების განაწილებისას უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ დებულებებს. 2. თითოეული უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ შორის, უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა ან მოთხოვნის ნაწილი, რომელიც ვერ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება) დაკმაყოფილდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებები; |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 16 ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები (მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნები). 3. თუ არსებული აქტივები ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სრულად, ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს. 4. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ არსებული აქტივები წინა რიგის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისია და ამით წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი აქტივები განაწილდება წილის/პაის მფლობელებზე მათი წილის/პაის პროპორციულად. 5. იმ კრედიტორისთვის განკუთვნილ თანხას, რომლის არსებობის თაობაზედაც ლიკვიდატორისთვის ცნობილია და რომელმაც დადგენილ ვადაში არ წარადგინა დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავისი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლის მითითებით, ლიკვიდატორი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსებს. ამ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე−441-ე მუხლების დებულებები. |