Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 58 5. თუ ტელემაუწყებელი ფლობს მთავარი მოვლენის გაშუქების ექსკლუზიურ უფლებას, დაშვება აღნიშნული მოვლენების საინფორმაციო გამოშვებებში გასაშუქებლად მოპოვებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მთავარი მოვლენის გადაცემაზე დაშვების უზრუნველსაყოფად ტელემაუწყებლებს საშუალება უნდა მიეცეთ, თავისუფლად აირჩიონ მოკლე ნაწყვეტები ტელემაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალიდან, როგორც სულ მცირე მათი საინფორმაციო წყაროების მითითებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. 7. მოკლე ნაწყვეტები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების მიზნებისთვის. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში მოკლე ნაწყვეტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგივე პროგრამა გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი მაუწყებლის მიერ შეთავაზებულია ჩანაწერის სახით. 8. ტელემაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალიდან მოკლე ნაწყვეტების ხანგრძლივობა 90 წამს არ უნდა აღემატებოდეს. ტელემაუწყებელს უფლება აქვს, მოკლე ნაწყვეტის გამოყენებისთვის მოითხოვოს კომპენსაცია. ამ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა დაშვების უზრუნველყოფიდან პირდაპირ წარმოშობილი დამატებითი ხარჯების ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. |
მაუწყებლობის შესახებ article 58 მთავარი მოვლენა. 1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრავს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების ნუსხას. 2. მთავარი მოვლენების საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ენებზე) ექსკლუზიური მაუწყებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ/ავტორიზებულ მაუწყებლებს. 3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური მაუწყებლობა, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გადაცემისა. ამ შემთხვევებში მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც უფასოდ ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის. 4. ტელემაუწყებლები, რომლებიც გადასცემენ მთავარ მოვლენას მოკლე საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქების მიზნით, ვალდებული არიან სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით უზრუნველყონ სხვა მაუწყებლების დაშვება მთავარი მოვლენის გადაცემაზე. მთავარი მოვლენის გადაცემაზე დაშვების პირობები დაშვების მსურველს უნდა ეცნობოს დროულად, მთავარი მოვლენის დადგომამდე იმგვარად, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდეს მთავარი მოვლენის გადასაცემად. |