FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მეწარმეთა შესახებ

article  69

შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის გამოქვეყნება და შეტყობინება შესაძლო შერწყმის/გაყოფის შესახებ.
1. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი  სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე იმ საერთო კრებამდე 30 დღის განმავლობაში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს შერწყმის/გაყოფის გეგმა. შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
2. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სააქციო საზოგადოების აქციონერთათვის უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციის შენობაში ან სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე ანდა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე შერწყმის/გაყოფის გეგმის დასამტკიცებლად მოწვეული საერთო კრების ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 30 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი;
    ბ) შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების ბოლო 3 წლის ფინანსური ანგარიშგებები შესადარისობის პრინციპის დაცვით;
მეწარმეთა შესახებ

article  69

გ) ფინანსური ანგარიშგება, რომელიც შედგენილია შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის გამოქვეყნებამდე არაუადრეს მესამე თვის პირველ რიცხვში. სააქციო საზოგადოება თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ მას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებული აქვს ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება;
    დ) არსებობის შემთხვევაში − შერწყმის/გაყოფის ანგარიში;
    ე) არსებობის შემთხვევაში − დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში.
3. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრებასა და შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს აცნობოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის მომზადებიდან საერთო კრების ჩატარებამდე პერიოდში აქტივებისა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ.
მეწარმეთა შესახებ

article  69

4. თუ ამ კანონის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ ხდება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების საერთო კრების მიერ დამტკიცება, გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრებასა და გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს აცნობოს გაყოფის გეგმის პროექტის მომზადების შემდგომ პერიოდში აქტივებისა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ ასეთი ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.