FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  141

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის გამოყენება.
1. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, მისი სპეციალური გამოყენების გათვალისწინებით, შეიძლება გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით.
2. თუ საქონელი იმყოფება წარმოების ისეთ ეტაპზე, რომელიც მხოლოდ მისი საბოლოო მოხმარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, საბაჟო ორგანოს შეუძლია ავტორიზაციაში მიუთითოს ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ საქონელი გამოყენებულ იქნა იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რომლისთვისაც გათავისუფლდა იმპორტის გადასახდელისგან.
3. თუ შესაძლებელია მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის მრავალჯერადი გამოყენება და საბაჟო ორგანო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით საჭიროდ მიიჩნევს მის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის გაგრძელებას, იგი უნდა გაგრძელდეს საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით პირველად გამოყენების დღიდან არაუმეტეს 3 წლით. იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიმართაც საბაჟო ზედამხედველობა არ სრულდება ამ ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  141

4. დაუშვებელია საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გასხვისება, დაგირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან სარგებლობაში გადაცემა ან სხვაგვარად გამოყენება.
5. თუ საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია შესაბამის საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი, უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი უკანონოდ განკარგულად მიიჩნევა.
6. საბაჟო ზედამხედველობა სრულდება, თუ:
    ა) შესრულდა საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;
    ბ) საქონელი დეკლარირებულ იქნა ექსპორტის პროცედურაში;
    გ) საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონელი სხვა მიზნით იქნა გამოყენებული და გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხა;
    დ) განხორციელდა საქონლის განკარგვა ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  141

7. თუ მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გასხვისდა იმ პირზე, რომელიც მას იყენებს იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რომლისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელზე შეღავათები იქნებოდა გამოყენებული, ამ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და იგი ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.
8. საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გამოიყენება ამ კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული გამოსავლიანობის ნორმა.
9. მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გამოყენების ან დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი ან/და ჯართი, მისი მიზნობრივი დანიშნულებისა და ბუნებრივი დანაკარგების გათვალისწინებით, იმავე მიზნით გამოსაყენებელ საქონლად მიიჩნევა.
10. მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის განადგურების შედეგად მიღებული ნარჩენი ან/და ჯართი საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად მიიჩნევა.
11. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცევისა და ამ პროცედურის დასრულების წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.