Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ლობისტური საქმიანობის შესახებ article 2 კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „ლობისტური საქმიანობა” – საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე ლობისტად რეგისტრირებული პირის (შემდგომში – „ლობისტი”) ისეთი ზემოქმედება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით; ბ) წარმომადგენლობითი ორგანო − საქართველოს პარლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო; გ) აღმასრულებელი ორგანო − საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; დ) „საკანონმდებლო ცვლილება” – ნორმატიული აქტის მიღება ან ნორმატიული აქტის პროექტის შეცვლა ან უარყოფა. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1253 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. |