Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საექიმო საქმიანობის შესახებ article 26 სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი. 1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება არის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებულ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნის საფუძველი. 2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს საბჭოს სამდივნო. 3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება: ა) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის მისამართი (სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში შეთავსების მითითებით); ბ) სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული საქმიანობის სახე (სახეები); გ) სახელმწიფო სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭებისა და გაცემის თარიღები; დ) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ; ე) საბჭოს იურიდიული მისამართი და სახელმწიფო სერტიფიკატზე ხელმომწერი პირის ვინაობა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში საბჭოს სამდივნოს შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა. 5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს და წერილობით მიიღოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი მონაცემები. |