Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უჯრედი − ადამიანის უჯრედი ან უჯრედების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან შემაერთებელი ქსოვილით არ არის დაკავშირებული; ბ) ქსოვილი − ადამიანის სხეულის ნაწილი, რომელიც უჯრედებისგან შედგება; გ) დონორი − პირი, რომლის ქსოვილის ან უჯრედის დონაციაც ხორციელდება მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ; დ) დონაცია − ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ქსოვილის ან უჯრედის გაცემა; ე) ორგანო − ადამიანის სხეულის დიფერენცირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სხვადასხვა ქსოვილისგან შედგება და ინარჩუნებს თავის სტრუქტურას, ვასკულარიზაციას და უნარს, შეასრულოს ფიზიოლოგიური ფუნქციები მნიშვნელოვანი ავტონომიით; ვ) მოპოვება − პროცესი (ორგანიზაციული და სამედიცინო პროცედურები), რომლის საშუალებითაც ქსოვილი ან/და უჯრედი ხელმისაწვდომი ხდება. მოპოვება მოიცავს დონორის იდენტიფიკაციას, მისი ინფორმირებული თანხმობის მიღებას, დონორის შერჩევას, მისი შესაბამისობის შეფასებას, დონორის ტესტირებას და ქსოვილის ან/და უჯრედის ამოღებას/შეგროვებას; ზ) ამოღება − სამედიცინო პროცედურა, რომლის საშუალებითაც დონორის ორგანიზმიდან ქსოვილი ან/და უჯრედი მიიღება; |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 3 თ) დამუშავება − ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ქსოვილის ან/და უჯრედის მომზადებას, მანიპულაციას, პრეზერვაციასა და შეფუთვას; ი) პრეზერვაცია − ქიმიური ნივთიერებების, გარემო პირობების ცვლილების ან სხვა მეთოდების გამოყენება ქსოვილის ან უჯრედის დამუშავების დროს მისი ბიოლოგიური ან ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ან შესანელებლად; კ) კარანტინი − ამოღებული ქსოვილის ან უჯრედის ფიზიკური საშუალებით ან/და სხვა ეფექტიანი საშუალებით იზოლაცია მისი გამოყენების ან წუნდებისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; ლ) შენახვა − ქსოვილის ან/და უჯრედის შესაბამის კონტროლირებულ პირობებში შენარჩუნება მის განაწილებამდე; მ) განაწილება − ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ქსოვილის ან/და უჯრედის ტრანსპორტირება და ჩაბარება (მიტანა); ნ) ადამიანისთვის გამოყენება − პროცედურების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია ქსოვილის ან/და უჯრედის ადამიანისთვის (რეციპიენტისთვის) როგორც ექსტრაკორპორულად, ისე ინტრაკორპორულად გამოყენებასთან; |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 3 ო) სერიოზული გვერდითი მოვლენა − ნებისმიერი არასასურველი და მოულოდნელი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილის ან/და უჯრედის მოპოვებასთან, ამოღებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, პრეზერვაციასთან, შენახვასა და განაწილებასთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი; პ) სერიოზული გვერდითი რეაქცია − ცოცხალ დონორში ან რეციპიენტში გამოვლენილი, გაუთვალისწინებელი რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილის ან/და უჯრედის მოპოვებასთან, ამოღებასთან ან ადამიანისთვის გამოყენებასთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცოცხალი დონორისთვის ან რეციპიენტისთვის გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი; ჟ) სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და რეაქციების მონიტორინგი − სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების გამოვლენასთან, რეგისტრაციასთან, გამოკვლევასთან, რისკების შეფასებასთან, გამოსასწორებელი ზომების მართვასა და შესაბამის შეტყობინებასთან დაკავშირებული საქმიანობა; |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 3 რ) ქსოვილის ბანკი − სამედიცინო დაწესებულება ან მისი ერთეული, რომელიც შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს ქსოვილების ან/და უჯრედების დამუშავებას, პრეზერვაციას, შენახვას ან/და განაწილებას და რომელმაც შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ქსოვილებისა და უჯრედების მოპოვება ან/და ტესტირება; ს) დონორი კლინიკა − სამედიცინო დაწესებულება ან მისი ერთეული, რომელიც შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ახორციელებს ქსოვილების ან/და უჯრედების მოპოვებას; ტ) დონორი ჯგუფი − სათანადოდ მომზადებული სამედიცინო გუნდი, რომელიც ახორციელებს გარდაცვლილი დონორის ქსოვილის მოპოვებას; უ) ალოგენური გამოყენება − ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული ქსოვილის ან უჯრედის სხვა ადამიანისთვის გამოყენება; ფ) ავტოლოგიური გამოყენება − ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული ქსოვილის ან უჯრედის იმავე ადამიანისთვის გამოყენება; ქ) ხარისხის სისტემა − ორგანიზაციული სტრუქტურის, განსაზღვრული პასუხისმგებლობების, პროცედურების, პროცესების, ხარისხის მართვის დასანერგად საჭირო რესურსებისა და იმ მოქმედებების ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ აუმჯობესებს ხარისხს; |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 3 ღ) სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (შემდგომ − ოპერაციული პროტოკოლი) − წერილობითი მითითებები, რომლებიც აღწერს კონკრეტული პროცესის ეტაპებს, მათ შორის, გამოსაყენებელ მასალებსა და მეთოდებს და მოსალოდნელ საბოლოო შედეგს; ყ) მიკვლევადობა − ქსოვილის ან/და უჯრედის ადგილმდებარეობის დადგენისა (გამოვლენისა) და იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისი დონაციიდან/მოპოვებიდან მის გამოყენებამდე/განაწილებამდე ან განკარგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. მიკვლევადობა გულისხმობს აგრეთვე დონორის, ქსოვილის ბანკის, დონორი კლინიკის, ლაბორატორიის ან ქსოვილთან ან/და უჯრედთან დაკავშირებულ პროცედურებში ჩართული სამედიცინო დაწესებულების დადგენას, რეციპიენტის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და იმ პროდუქტებთან ან/და მასალებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის აღმოჩენისა და დადგენის შესაძლებლობას, რომლებიც ამ ქსოვილს ან/და უჯრედს უკავშირდება; შ) დონორთა ეროვნული რეესტრი − საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირებისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც თანახმა არიან, გარდაცვალების შემდეგ ალტრუიზმის მიზნით, უანგაროდ გახდნენ ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონორები; |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 3 ჩ) კომპეტენტური უწყება − შესაბამისი სახელმწიფო უწყება, რომელიც უფლებამოსილია ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს კოორდინირებული, უწყვეტი და ლოჯისტიკური მართვა ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, მოპოვების, განაწილების (ალოკაციის), ტრანსპორტირების, გადანერგვის, გამოყენების და მათზე ორგანიზებული მეთვალყურეობის (ზედამხედველობის) მიზნით და პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის; ც) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ძ) მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. |