FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნოტარიატის შესახებ

article  57

გარდამავალი დებულებანი.
1. ამ კანონის მე-11 მუხლის მიზნებისათვის, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში იგულისხმება გამოცდა, რომელიც ჩატარდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები ჩაითვლებიან ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნულ ნოტარიუსებად.
3. ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას.
ნოტარიატის შესახებ

article  57

გარდამავალი დებულებანი. .
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან ერთად საქართველოს პარლამენტის 2010 წლის საგაზაფხულო სესიისათვის უზრუნველყოს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გაანგარიშების ახალი წესის შემუშავება და „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
5. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და ამ კანონის ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულმა ნოტარიუსებმა უზრუნველყონ შესაბამისად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივსა და სანოტარო ბიუროებში დაცული სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების აღწერა და სათანადო მონაცემების ელექტრონულ სანოტარო რეესტრში შეტანა.
7. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება 2010 წლისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 1 თვისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/6/1664 – ვებგვერდი, 31.10.2024წ.